„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის 2024 წლის 28 ოქტომბრის N 9 სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. არაუგვიანეს 2024 წლის 18 ნოემბრისა დაინიშნოს მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრაზე ფაკულტეტის საბჭოს ერთი წევრის არჩევნები.
2. არჩევნების დადგენილი წესით ჩატარება და არჩევნების შედეგების ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენა დაევალოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კათედრას.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის (მათ შორის კათედრისათვის) გადაცემა დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი